Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პარლამენტში გადაწყდება ბერლუსკონის მთავრობის ბედი


იტალიის პარლამენტში დღეს განიხილავენ ბიუჯეტის პროექტს, რაზეც, მიმომხილველთა აზრით, ბერლუსკონის მთავრობის ბედია დამოკიდებული. გუშინ ბერლუსკონიმ უარყო ხმები მისი გადადგომის შესახებ. ცნობები ბერლუსკონის გადადგომაზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც იტალიის საკრედიტო ვალდებულებებმა ბოლო ათი წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. იტალიას, საბერძნეთის მსგავსად, მწვავე საკრედიტო კრიზისი ემუქრება, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროზონის სტაბილურობას. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად იტალიის მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკურინ რეფორმების მიმდინარეობას.
XS
SM
MD
LG