Accessibility links

logo-print

აშშ მზად არის ახალ ისლამისტურ მთავრობებთან თანამშრომლობისთვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეაქო ”არაბული გაზაფხულის” სახელით ცნობილი მოვლენები და განაცხადა, რომ აშშ მზად არის ითანამშრომლოს ახალ ისლამისტურ ჯგუფებთან ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად, ისეთთან, როგორმაც ტუნისში ახლახან ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა. ორშაბათს ვაშინგტონში გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ”ყველა ისლამისტი ერთნაირი არ არის” და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებენ ისინი დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. კლინტონმა ჩამოთვალა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რაც დემოკრატიის მისაღწევად აუცილებელია - ძალადობაზე უარის თქმა, კანონის უზენაესობის აღიარება და ქალებისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემა. ”მოსაზრება, რომ მორწმუნე მუსულმანებს არ შეუძლიათ დემოკრატიულად განვითარება შეურაცხმყოფელი, საშიში და მცდარია”.
XS
SM
MD
LG