Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები განაგრძობენ მოლაპარაკებას


საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები დღესაც განაგრძობენ მოლაპარაკებას გარდამავალი ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებაზე. გარდამავალ მთავრობას დაევალება 130 მილიარდი ევროს მისაღებად საჭირო რეფორმების გატარება. ეკონომიის ზომების გატარებას საბერძნეთის ბევრი მოქალაქე ეწინააღმდეგება. კვირას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. მას შემდეგ პაპანდრეუ და ოპოზიციის ლიდერი სამარასი კამათობენ იმის შესახებ, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში გარდამავალ მთავრობას, რომელიც ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანს. ევროკომისარმა ეკონომიკისა და მონეტარული საკითხების ოლი რენმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბერძნეთს სჭირდება დაიბრუნოს ევროზონის პარტნიორების მხრიდან ნდობა. საბერძნეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა აშშ-მა.
XS
SM
MD
LG