Accessibility links

ირანი: დასავლეთს არ გააჩნია მტკიცებულება, რომ თეირანი აპირებს ბირთვული ბომბის შექმნას


ირანის განცხადებით, დასავლეთს არა აქვს კონკრეტული მტკიცებულება, რომ თეირანი მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ მეზობელ სომხეთში ვიზიტისას. განცხადება წინ უსწრებს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიშს, რომელიც მალე უნდა გამოქვეყნდეს და რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, შეიცავს მტკიცებულებებს ირანის წინააღმდეგ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ არ არსებობს „სერიოზული მტკიცებულება“, რომელიც ცხადყოფდა ირანის განზრახვას, შექმნას ბირთვული ქობინა და რომ დასავლეთის ქვეყნები ირანზე ზეწოლას ახდენენ „სერიოზული არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე“. ორშაბათს ვაშინგტონში განაცხადეს, რომ გაეროს ატომური სააგენტოს ანგარიში, სავარაუდოდ, გააძლიერებს შეერთებული შტატების შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამით. თეთრი სახლის პრესდმივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ძალაში რჩება ირანის ბირთვული პროგრამის გამო სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობის საკითხი, თუმცა ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს ირანზე დიპლომატიური ზეწოლის გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG