Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ლეგენდარული მოკრივე, ჯო ფრეიზიერი


გარდაიცვალა ლეგენდარული მოკრივე, მძიმე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯო ფრეიზიერი - პირველი მოკრივე, რომელმაც 1971 წელს, ე.წ. „საუკუნის ბრძოლაში“ აჯობა მანამდე დაუმარცხებელ მუჰამედ ალის. ცნობა 67 წლის ფრეიზიერის გარდაცვალების შესახებ ორშაბათს გაავრცელა მისმა ოჯახმა. ყოფილი სპორტსმენი ღვიძლის კიბოთი იყო დაავადებული. ფრეიზიერმა 1970 წელს მოიპოვა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება, რომელიც 1973 წელს გადავიდა ჯორჯ ფორმენის ხელში.
XS
SM
MD
LG