Accessibility links

logo-print

სარკოზიმ „მატყუარად“ მოიხსენია ისრაელის პრემიერ-მინისტრი


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან საუბარში „მატყუარად“ მოიხსენია ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რასაც ყური მოჰკრეს ჟურნალისტებმა. მათი ცნობით, საუბარი შედგა გასულ კვირაში, დიდი ოცეულის სამიტზე საფრანგეთის ქალაქ კანში, რის შესახებაც ჯერ ფრანგული საინტერნეტო გამოცემა იუწყებოდა, მოგვიანებით კი რამდენიმე ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ მოისმინა ობამა-სარკოზის კერძო საუბარი, რომელიც შეცდომით გადაიცა თარგმანისათვის განკუთვნილი არხით. სარკოზის ობამასთვის უთქვამს, რომ „ვეღარ იტანს“ ნეთანიაჰუს, რომ ის „მატყუარაა“. ობამას უპასუხია, რაც ფრანგულად გადაითარგმნა, რომ მას ყოველ დღე აქვს საქმე ნეთანიაჰუსთან - მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის თავი მოაბეზრა ისრაელის ლიდერმა.
XS
SM
MD
LG