Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და მედვედევმა გახსნეს „ჩრდილოეთის ნაკადი“


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა საზეიმოდ გახსნეს „ჩრდილოეთის ნაკადი“ - სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენი, რომლითაც რუსეთის ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას მიეწოდება ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. ცერემონია გაიმართა ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ლუბმინში. მერკელთან და მედვედევთან ერთად, ცერემონიაში მონაწილეობდნენ საფრანგეთისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრები, ფრანსუა ფიიონი და მარკ რუტე, ისევე როგორც ევროკომისარი ენერგეატიკის საკითხებში, გუნტერ ოტინგერი. გაზსადენის სიგრძეა 1224 კილომეტრი და ის გვერდს უვლის მიწისზედა გაზსადენების არსებულ ქსელებს უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიებზე. გაზსადენი სრული ძალით ამოქმედდება 2012 წელს და წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. პროექტი 7,4 მილიარდი ევრო დაჯდა. ის ერთობლივად განახორციელეს რუსეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ფირმებმა.
XS
SM
MD
LG