Accessibility links

ავღანეთში აფეთქებამ 11 ადამიანი შეიწირა


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება ორშაბათს მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბადგისის პროვინციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბომბზე აფეთქდა ორი ავტომანქანა - ერთში ორი პოლიციელი იჯდა, მეორეში კი სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG