Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის სააგენტო ამტკიცებს, რომ „ირანი ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობდა“


ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ თავის ახალ ანგარიშში, ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ
ირანი, სულ მცირე შარშანდლამდე, მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე. სააგენტოს, ანგარიშის თანახმად, ხელთ აქვს დასტური, რომ ისლამური რესპუბლიკა 2010 წლამდე ატომური იარაღის ქობინის განვითარების სხვადასხვა პროექტი ჰქონდა და ცდებს ატარებდა. ანგარიში დღეს საღამოს ვენაში გამოქვეყნდა. დოკუმენტი შეიცავს დღემდე ყველაზე ცხად შეფასებას ირანში ბირთვული იარაღის პროგრამის არსებობის თაობზე. ანგარიშშივე წერია, რომ მართალია, ირანის ზოგიერთი საიდუმლო საქმიანობა ბირთვულ სფეროში სამშვიდობო ხასიათიასაა, სხვა პროექტები ბირთვულ იარაღს ეხება. სააგენტოს ვარაუდით, ეს საქმიანობა დღესაც შეიძლება გრძელდებოდეს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰამდაინეჟადმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი, იუკიაი ამანო იმ დოკუმენტებს წარმოადგენს, რომელიც მას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გადასცეს.
„დასანანია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობს პირი, რომელსაც უფლებამოსილება არ გააჩნია. მან დაარღვია სააგენტოს წესები. ზოგიერთb დოკუმენტი თვითონ ამერიკელებმა დაწერეს და მას გადასცეს. ის მათზე მხოლოდ ლაპარაკობს. მან ამერიკაზე უნდა გამოაქვეყნოს ანგარიშები, და ასევე გამოაქვეყნოს დოკუმენტები ამერიკის მეგობრების შესახებ". აჰმადინეჟადმა გაიმეორა, რომ ირანი არ არის ბირთვული იარაღის წარმოებით დაკავებული და არ აპირებს უარი თქვას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობაზე. რუსეთმა ბრაზი გამოთქვა ანგარიშის თაობაზე. მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებაში წაიკითხავთ, რომ ის დაემატა მსოფლიოს სახელმწიფოებსა და ირანს შორის შიხური მდგომარეობის გამო დაძაბულობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დრო სჭირდება ახალი ანგარიშის შესასწავლად. წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
XS
SM
MD
LG