Accessibility links

თბილისში ჩავიდა ნატოს დელეგაცია გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით


თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდნენ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრები ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით. დღესვე იწყება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური უმასპინძლებს. სხდომის შემდეგ გაიმართება ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია. ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს ნატოს დელეგაციის წევრების შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG