Accessibility links

logo-print

საქართველომ და რუსეთმა დაასრულეს მოლაპარაკება ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ


საქართველომ და რუსეთმა დაასრულეს მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. დღეს ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებმა ჟენევაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საზღვრებზე საბაჟო ადმინისტრირებას და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებს. საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მინიტორინგი განხორციელდება და ამოქმედდება ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა.
XS
SM
MD
LG