Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო პირველი სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით


ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქართველოში პირველი სასამართლო პროცესი დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ნაფიცი მსაჯული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია, დღეიდან არსებითად განიხილავს თბილისში 1994 წელს მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეს. პირველი სხდომა შესვენების შემდეგ აღარ განახლებულა და ხვალ დილისთვის გადაიდო, რადგან განსასჯელის ადვოკატმა განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარე საჯარო სხდომებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. წინასწარი ინფრომაციით, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ათ დღეში გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG