Accessibility links

რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთი" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს


რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთი" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტურობისა და პოლიტიკური პროცესების აქტიურად გაშუქების გამო ხელისუფლება აპირებს ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეაჩეროს. ”თრიალეთის” ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ტელეანძის მფლობელი კომპანია "ალფაკომი" არხს სასამართლოში უჩივის დავალიანების გამო, რომლის რესტრუქტურიზაციასა და ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაფარვის შესახებ ”თრიალეთი” და ”ალფაკომის” წინამორბედი ”ტელეცენტრი” წელს მარტში შეთანხმდნენ. რეგიონული ტელეკომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკვე შვიდი თვეა ყოველთვიურ გადასახადს კეთილსინდისიერად იხდიან და, შეთანხმების შესაბამისად, დაფარული აქვთ ძველი დავალიანების ნაწილიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ალფაკომის" დირექტორმა "თრიალეთს" სასამართლოში უჩივლა. ტელეკომპანიაში მიიჩნევენ, რომ ”ალფაკომის” ხელმძღვანელი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, მას სარჩელის შეჩერებისკენ მოუწოდებენ და რესტრუქციზაციის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG