Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გრძელდება მოლაპარაკება დროებითი მთავრობის ფორმირების შესახებ


საბერძნეთში გაგრძელდება მოლაპარაკებები ახალი მთავრობის შექმნის შესახებ - მას შემდეგ, რაც კოალიციური მოლაპარაკება მესამე დღეს დატოვა ყველაზე მცირერიცხოვანმა პარტიამ. საბერძნეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოლაპარაკება ხუთშაბათს გაგრძელდება. ჯერჯერობით ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა არ დასახელებულა. პრეზდიენტის ოფისის მხრიდან განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ამჟამინდელი, გადადგომის პირას მყოფი პრემიერ-მინისტრი, გეორგიუს პაპანდრეუ აცხადებდა, რომ დროებითი მთავრობის შესახებ ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეული იყო. დიდძალი ვალის მქონე ქვეყნის ახალი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოყოფილი დახმარების მიღება და გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყება - სანამ თებერვალში ვადამდელი არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG