Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ: მსოფლიომ უნდა აღკვეთოს ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მსოფლიომ უნდა აღკვეთის ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა. მისი განცხადების ფონია გაეროს ბირთვული უწყების მიერ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი ანგარიში. ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრი ამბობს: „ამ ანგარიშის მნიშვნელობა ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობა, რომელიც მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას საფრთხის ქვეშ აყენებს“. სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იმის ნიშნებზე საუბრობს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ცდები აქვს ჩატარებული. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ანგარიში უარყო და განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG