Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად თურქეთში


თურქეთში, ვანის პროვინციაში ოთშაბათს ღამით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრეც 5,6 ბალს შეადგენდა, შვიდი ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია 25 შენობა, მათ შორის ექვსსართულიანი სასტუმრო და სკოლა. მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 23 ადამიანი, დაკარგულთა ძებნა გრძელდება. გასულ თვეში იმავე რეგიონში მომხდარ მიწისძვრას 600 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG