Accessibility links

ყაზახეთის პრეზიდენტს სთხოვენ პარლამენტის დათხოვნას


ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებმა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს სთხოვეს პარლამენტის დათხოვნა. ასეთ ნაბიჯს მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, რომლებიც შესაძლებელს გახდის კიდევ, სულ ცოტა, ერთი პარტიის მოხვედრას ყაზახეთის პარლამენტში. ამჟამად ყველა მანდატი მმართველი პარტიის, „ნურ ოტანის“ ხელშია. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტიაც შეძლებს პარლამენტში შესვლას იმისდა მიუხედავად, გადალახავს თუ არა პარლამენტში ავტომატურად მოსახვედრად განსაზღვრულ შვიდპროცენტიან ზღვარს. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში, გეგმით, 2012 წლის აგვისტოში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG