Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში განახლდა მოლაპარაკება დროებითი მთავრობის საკითხზე


საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები მეოთხე დღეა, აგრძელებენ მოლაპარაკებას ახალი მთავრობის ფორმირებაზე მაშინ, როცა ქვეყანა სულ უფრო უახლოვდება გაკოტრების საფრთხეს. ათენში დღევანდელ მოლაპარაკებას შეუერთდა ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ლუკას პაპადემოსი, რომელიც ითვლება ფავორიტად ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე. მოლაპარაკება, რომელსაც საბერძნეთის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი შუამავლობს, ოთხშაბათს შეჩერდა, რადგან მოლაპარაკებას გამოეთიშა ერთ-ერთი მომცრო პარტია. პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს ნათქვამი აქვს, რომ გადადგება, როგორც კი მიაღწევენ შეთანხმებას ახალი კოალიციის შესახებ. დროებით მთავრობას მოუწევს, განახორციელოს უცხოეთიდან კრედიტის მისაღებად შეთანხმებული ზომები. არსებობს რეალური საფრთხე, რომ საბერძნეთს, უცხოეთის დახმარების გარეშე, რამდენიმე კვირაში ამოეწურება ფინანსური რესურსები. ათენს შესაძლოა, ევროზონის დატოვებაც მოუწიოს.
XS
SM
MD
LG