Accessibility links

დღეს გაიმართა ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებისა და ოპოზიციის შეხვედრა


ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები დღეს თბილისში შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ელჩის მხრიდან საქართველოში თავისუფალი არჩევნების გამართვის და ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის აუცილებლობა დაფიქსირდა. ალასანიას თქმით, ეს არის სტანდარტი, რომელიც საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება რეალური ნატოში ქვეყნის გაწევრიანება. ელჩებთან შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით, საქართველოს მომავალი ნატოსთან მიმართებით დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზეა დამოკიდებული. ჩახვაძის თქმით, ყველა ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ არსებობს მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.
XS
SM
MD
LG