Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებებმა, სულ ცოტა, სამი პოლიციელი შეიწირა


ავღანეთში, სულ ცოტა, სამი პოლიციელი დაიღუპა აფეთქებებისას, რომლებიც თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში. პაქტიის ადგილობრივი მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, ხუთმა თვითმკვლელმა განახორციელა თავდასხმა პოლიციის ობიექტზე ზუმატის რაიონში. სამმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა შესასვლელში, ორი თავდამსხმელი კი პოლიციელებმა მოკლეს, ობიექტზე შეჭრის მცდელობისას. პრესმდივნის განმარტებით, თავდასხმა მიმართული იყო შეხვედრის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ რაიონის გუბერნატორი და ადგილობრივი უხუცესები. მხარეები განიხილავდნენ ქაბულში მომავალი კვირისთვის დანიშნულ ლოია ჯირგასთან დაკავშირებულ საკითხებს.
XS
SM
MD
LG