Accessibility links

logo-print

ისრაელში ძალაში დატოვეს ყოფილი პრეზიდენტისათვის გამოტანილი განაჩენი


ისრაელის უზენაესმა სასამართლომ უარყო საჩივარი, რომლითაც მას ყოფილმა პრეზიდენტმა, მოშე კაცავმა მიმართა. კაცავმა გაასაჩივრა გაუპატიურებაში მისი დამნაშავედ ცნობა და შვიდი წლით პატიმრობის მისჯა. 65 წლის კაცავს განაჩენი გამოუტანეს გასული წლის დეკემბერში - მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს, მინისტრად მუშაობის პერიოდში, თანამშრომლის გაუპატიურებაში და მოგვიანებით, 2000-2007 წლებში პრეზიდენტობის დროს, ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში. ის არ იქნა მოთავსებული საპატიმროში, სანამ ელოდა საჩივრის განხილვასა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი უარყო, მას 7 დეკემბრიდან მოუწევს სასჯელის მოხდა.
XS
SM
MD
LG