Accessibility links

logo-print

აქტივისტების ცნობით, სირიაში მოკლეს 15 ადამიანი


სირიელი აქტივისტების ცნობით, დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოკლეს, სულ ცოტა, 15 ადამიანი, მათ შორის რვა წლის გოგონა. ლონდონში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, გოგონა დაიღუპა ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში, რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად. ვრცელდება აგრეთვე ცნობები დეზერტირებსა და ჯარისკაცებს შორის შეტაკებების შესახებ. დაღუპულებს შორის არის ექვსი ჯარისკაცი. გაეროს მონაცემებით, 3500-მდე ადამიანი შეიწირა რეპრესიებმა, რომლებიც მოჰყვა მარტის შუა რიცხვებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყებას.
XS
SM
MD
LG