Accessibility links

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწვერიანების ვადა დადგინდა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა შეთანხმებას მიაღწია დღეს ვადებზე, როცა რუსეთს ორგანიზაციის წევრად დაამტკიცებენ. ეს მოხდება ორგანიზაციის მინისტერიალზე, 15-17 დეკემბერს. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პასკალ ლამიმ განაცხადა, რომ ეს იყო გრძელი გზა, მაგრამ ახლა რუსეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ორგანიზაციის წევრობის მისაღწევად. რუსეთმა ორგანიზაციაში წევრობის ოფიციალური სურვილი გამოთქვა 1993 წელს. გაწვერიანება გადაიდო სხვადასხვა მიზეზით, ბოლო წლებში კი საქართველოს უარით, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდებოდა. შეთანხმების მიღწევა მოხდა შვეიცარიის შუამავლობით გასულ კვირაში. მის თანახმად, რუსეთის და საქართველოს სეპარატისტული, პრო-მოსკოვური რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთებზე ვაჭრობაზე საერთაშორისო მეთვალყურეობა დაწესდება.
XS
SM
MD
LG