Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის და პაკისტანის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს


ინდოეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებმა, მანმოჰან სინგხმა და იუსუფ რაზა გილანიმ შეხვედრა გამართეს მალდივის კუნძულებზე, სადაც რეგიონული თანამშრომლობის სამხრეთ აზიის ასოციაციის სამიტი მიმდინარეობს. სინგხმა და გილანიმ განაცხადეს, რომ მათ სურთ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობის ახალი თავი დაიწყონ, თუმაც მომავალი შევხედრის თარიღი არ გაუმხელიათ. ორ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამი ომი ჰქონდათ ერთმანეთთან. ურთიერთობა დაიძაბა 2008 წელს, როცა ბომბეიში მოწყობილ ტერაქტში დელიმ ისლამაბადი დაადანაშაულა. ორ ქვეყანას დავა აქვს ქაშმირის რეგიონის გამო, რის თაობაზე დიალოგში წინსვლა არ არის.
XS
SM
MD
LG