Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკომ შეაჩერა ახალი პროგრამების დაფინანსება


გაეროს კულტურის სააგენტო იუნესკომ გამოაცხადა, რომ შეწყვიტა ახალი პროგრამების დაფინანსება წლის ბოლომდე. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ სააგენტოს დააკლდა 65 მილიონი დოლარი მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა უარი თქვეს სააგენტოს ფონდში თანხის შეტანაზე. იუნესკოს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, თანხის შემცირება დაეტყობა ახალ პროგრამებს, ასევე გამოიწვევს თანამშრომელთა მოგზაურობის, პუბლიკაციების და კომუნიკაციების შემცირებას. გასულ თვეში აშშ-მა და ისრაელმა უარი თქვეს მომავალში იუნესკოს დაფინანსებაზე, რადგან ორგანიზახიამ ნამდვილ წევრად მიიღო პალესტინის თვითმმართველობა,
XS
SM
MD
LG