Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩი” სირიას ბრალს სდებს ”კაცობრიობის წინაშე დანაშაულის” ჩადენაში


ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩი” სირიის მთავრობას ქვეყნის ამბოხებულ რეგიონ ჰომსში ”კაცობრიობის წინაშე დანაშაულის” ჩადენაში სდებს ბრალს. ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა 63 გვერდიანი ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სირიის უშიშროების ძალებმა აპრილის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ჰომსში 587 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიში გამოქვეყნდა არაბთა ლიგის შეკრებამდე ერთი დღით ადრე. არაბთა ლიგა სირიის კრიზისზე მსჯელობას აპირებს. ”ჰიუმან რაიტს უოჩი” არაბთა ლიგას ჯგუფიდან სირიის გარიცხვისკენ მოუწოდებს. აგრეთვე მოუწოდებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის მიმართ იარაღზე ემბარგო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს კი სანქციები დაუწესოს, აგრეთვე სირიის რეჟიმის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.
XS
SM
MD
LG