Accessibility links

logo-print

იტალია და საბერძნეთი აპირებენ მოქმედებას საკრედიტო კრიზისის შესამსუბუქებლად


იტალიელი კანონმდებლები დღეს აპირებენ კენჭი უყარონ ეკონომიურ ზომებს, რომლებმაც ევროპას თავიდან უნდა ააცილოს კოლაფსი იმ ფონზე, როცა საკრედიტო კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ რეგიონის მასშტაბის რეცესიის საფრთხე იქმნება. იტალიელი სენატორები დღეს შუადღისას შეიკრიბებიან და განიხილავენ რეფორმების პაკეტს, რომელიც სახელმწიფო ქონების გაყიდვასაც გულისხმობს. თუკი თანხმობა იქნება მიღწეული, რეფორმების პაკეტი პარლამენტის ქვედა პალატაში გადაინაცვლებს საბოლოოდ დასამტკიცებლად. დღევანდელ განხილვას დაესწრება ევროკომისიის ყოფილი წევრი მარიო მონტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის შემცვლელად მოიაზრება. ამის პარალელურად, საბერძნეთში დღეს ახალი ერთიანობის მთავრობა დადებს ფიცს. დროებითი მთავრობა შეეცდება დააჩქაროს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირისგან სასიცოცხლო დახმარების მისაღებად.
XS
SM
MD
LG