Accessibility links

logo-print

დღეს საპატიმრო დატოვა გვანცა ყუფარაძემ


დღეს საპატიმრო დატოვა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2006 წელს გასამართლებულმა გვანცა ყუფარაძემ, რომელსაც 13 წლის ასაკში მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი პატიმრობა. ის დამნაშავედ სცნეს თანაკლასელის დაჭრაში, რასაც თავად გვანცა ყუფარაძე კატეგორიულად უარყოფდა. მას უკანონო პატიმრად მიიჩნევდა არაერთი უფლებადამცველი და ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელთა განცხადებით, დაზარალებულს რეალური დამნაშავეების დასახელება არ სურდა და პარლამენტის და სასამართლოს მაღალჩინოსნების ხელშეწყობით ბრალი დასდეს გოგონას, რომელიც დანაშაულს შეესწრო. თავად გვანცა ყუფარაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა და იმედი აქვს, რომ მის უდანაშაულობას სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს.
XS
SM
MD
LG