Accessibility links

logo-print

რუსეთი აპირებს 100-მდე ტაჯიკი უკანონო მიგრანტის დეპორტაციას


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ ქვეყნიდან გააძევებენ ასამდე უკანონო ტაჯიკ მიგრანტს. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ ტაჯიკების დეპორტაცია მომდევნო დღეებში მოხდება. საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, რუსეთში სამუშაოდ ჩადის წელიწადში 700 000-ზე მეტი ტაჯიკი. რუსეთში ჩასასვლელად მათ ვიზა არ სჭირდებათ, მაგრამ მუშაობის მსურველებისათვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის აღება. რუსეთიდან დეპორტირებულებს ხუთი წლით აეკრძალებათ ამ ქვეყანაში დაბრუნება. ტაჯიკი მიგრანტების უმრავლესობა მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში ჩადის.
XS
SM
MD
LG