Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში იმყოფება


საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება ლონდონში, სადაც დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება - ეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ Facebook-ით გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, „საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების“ მიწვევით, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება კონფერენციას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობათა მეთაურები და პარტიების ლიდერები ესწრებიან. კონფერენციის დელეგატები მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების საკითხებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG