Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში, სულ ცოტა, 11 დემონსტრანტი მოკლეს


იემენში მედიკოსებისა და თვითმხილველების ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა, როცა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ერთგულმა ჯარისკაცებმა ჭურვები დაუშინეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, ტაეზს. თვითმხილველების თქმით, რესპუბლიკური გვარდიის ჯარისკაცებმა, რომლებსაც სალეჰის შვილი, აჰმედი ხელმძღვანელობდა, საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს ქალაქ ტაეზის ცენტრს. იქ მიმდინარეობდა მრავალათასიანი დემონსტრაცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. იემენის დედაქალაქ სანაში კი ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა მმართველი რეჟიმის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციებში.
XS
SM
MD
LG