Accessibility links

logo-print

კოსოვოელი პარტიზანების ყოფილი ლიდერი უარყოფს სამხედრო დანაშაულთა ბრალდებას


კოსოვოელი მეამბოხეების ყოფილი ლიდერი, ფატმირ ლიმაჯი უარყოფს ბრალდებას, რომ კოსოვოში 1998-99 წლების ომის დროს ხელქვეითებს ავალებდა ადამიანების წამებასა და მოკვლას. პრიშტინაში დღეს გაიხსნა ფატმირ ლიმაჯის სასამართლო პროცესი. ომის დროს ის „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა კი კოსოვოში პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ რვა პატიმარი - შვიდი სერბი და ერთი ალბანელი - იქნა მოკლული ტყვეთა ბანაკში, რომელსაც ლიმაჯის მებრძოლები აკონტროლებდნენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროცესის მთავარი მოსამართლეა ბრიტანელი ჯონათან ველფორდ-კაროლი.
XS
SM
MD
LG