Accessibility links

მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა


მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბლეიკ მორა ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა დედაქალაქთან ახლოს. დაღუპულია ვერტმფრენში მყოფი კიდევ 7 ადამიანი. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ვერტმფრენი მეზობელ მხარეში - მორელოსში - მიფრინავდა. ბლეიკი შარშან დაინიშნა მინისტრის პოსტზე. მექსიკაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს საპოლიციო ძალებს, რომლებიც ნარკოტიკების კარტელებს ებრძვიან.
XS
SM
MD
LG