Accessibility links

კლინტონი ირანისაგან პასუხს მოითხოვს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, რათა დღის განმავლობაში გასცეს პასუხი გაეროს ატომური ენერგიის შემსწავლელი სააგენტოს ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ირანი აწარმოებს სამუშაოებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ჰავაიზე აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა პარასკევს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კონსულტაციებს მართავს მოკავშირეებთან, ბირთვული პრობლემის მოსაგვარებლად თეირანზე ზეწოლის შემდგომი ზომების თაობაზე. კვირის დასაწყისში, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ირანს დაწყებული აქვს სამუშაოები ბირთვული იარაღის გეგმაზე და შესაძლოა კვლავაც აწარმოებდეს საკვლევაძიებო სამუშაოებს. ირანმა, რომელიც უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას, დაგმო გაეროს ანგარიში, თუმცა დღემდე არ გაუცია დეტალური პასუხის სააგენტოს ბრალდებებზე.
XS
SM
MD
LG