Accessibility links

ქართველი ლეიბორისტები ივანიშვილს „ამერიკელების მიერ დაგეშილს“ უწოდებენ


საქართველოს ლეიბორისტები, რომლებიც პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაფინანსებაში დადეს ბრალი, ამჯერად ბიზნესმენს „ამერიკელების მიერ დაგეშილს“ უწოდებენ. "ლეიბორისტული პარტიის" განრისხება გამოიწვია „მაესტროს“ საინფორმაციო გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ივანიშვილის კრიტიკით უკმაყოფილო ლეიბორისტული პარტიის ზემო იმერეთის ფილიალის წარმომადგენლებმა, პროტესტის ნიშნად დატოვეს შრომის პარტია. ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ ამერიკელების მიერ "ლეიბორისტული პარტიის" წინააღმდეგ დაგეშილი ბიძინა ივანიშვილი, მის მიერვე დაფინანსებული ტელეკომპანია "მაესტროს" მეშვეობით კუთხური შუღლის გაღვივებას შეუდგა. "მაესტროს" მოვუწოდებთ, ახლად აღმოჩენილი ფულის ტომრის გამო, მთლად ნუ აიღებენ თავზე ხელს და სულს ნუ მიყიდიან ეშმაკს", - განაცხადა ძაგანიამ. ტელეკომპანია „მაესტრო“ კი ლეიბორისტული პარტიის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიის დატოვების ფაქტს არც ორგანიზაციის ლიდერები უარყოფენ.
XS
SM
MD
LG