Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები თბილისის იპოდრომზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ


პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა და უკანონო მშენებლობა. მათი თქმით ტერიტორიაზე უკვე გაიჩეხა 20-მდე ხე. "აგვიხსნან, იქნებ კარგ რამეს აშენებენ და ჩვენთვისაც მისაღები იყოს. უბრალოდ, მოვითხოვთ ახსნა-განმარტებებს, რისთვის ჩეხავენ ხეებს და თხრიან ორმოებს", - აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები." კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, არ არის იმის აღმნიშვნელი აბრა, თუ რას აშენებენ ამ ტერიტორიაზე. როგორც ჩხარტიშვილი განმარტავს, იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის მფლობელია კულტურის მინისტრის ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა, მშენებლობას კი კურირებს თბილისის საკრებულოს წევრი გია უდესიანი. თბილისის მერია საპროტესტო აქციის მოთხოვნებს არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG