Accessibility links

logo-print

ყაზახეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა სისხლისღვრა მოაწყო


სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად ხუთი კაცი დაიღუპა სროლისა და აფეთქების შედეგად ყაზახეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტარაზში. მოკლულთა შორისაა თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც მანამდე თავს დაესხა იარაღის მაღაზიას, მოიტაცა ორი ცეცხლსასროლი იარაღი და მოკლა დაცვის წევრი. თავდამსხმელი მიიმალა მანქანით და გზაში კიდევ ორი პოლიციელი დახოცა. მოგვიანებით, როდესაც მოიერიშე ალყაში მოაქციეს და შეიპყრეს, მან თავი აიფეთქა და კიდევ ერთი საგზაო პოლიციის თანამშრომელი მოკლა. ტერორისტის ვინაობა უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავი აუღია. თუმცა, მანამდე 31 ოქტომბერს მომხდარ ტერაქტის მცდელობაზე, ყაზახეთის ქალაქ ატურაიში პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ჯუნდ ალ ხილაფამ (ხალიფატის მებრძოლები) აიღო.
XS
SM
MD
LG