Accessibility links

logo-print

რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთში


ავღანეთის სხვადასხვა ადგილებში გზაზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პირველი აფეთქება მოხდა ლაგმანის პროვინციის ალინგარის რაიონში, როდესაც ნაღმზე აფეთქდა სამოქალაქო ავტომობილი. მეორე შემთხვევაც ასევე აღმოსავლეთ ავღანეთში მოხდა. მსხვერპლი ამჯერადაც გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა. ლაგმანის პროვინცია უშუალოდ ესაზღვრება პაკისტანს, რომელსაც მრავალი მეამბოხე აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG