Accessibility links

logo-print

სილვიო ბერლუსკონი დღეს გადადგომას აპირებს


იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტი ბიუჯეტის შესახებ ახალ კანონს დაამტკიცებს. მანამდე კი იტალიის სენატის ქვედა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა უცვლელად დატოვა საფინანსო კრიზისის მოგვარების გეგმა, რომელიც ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტის ბოლო დოკუმენტად ითვლება. მოელიან, რომ სილვიო ბერლუსკონი გამართავს მის ბოლო სამთავრობო სხდომას და შემდეგ გაემგზავრება კვირინალის სასახლეში და გადადგომის განცხადებით წარდგება ქვეყნის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს წინაშე.
XS
SM
MD
LG