Accessibility links

ობამა ჰავაიზე აზია-წყნარი ოკეანის სამიტს დაესწრება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავაიზე აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე დასასწრებად ჩადის. სამიტი ჰანოლულუში ტარდება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი ცდილობს დასახოს გზები წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები განსამტკიცებლად. თეთრიო სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ ობამას მთავარი მესიჯი იქნება იმის ხაზგასმა, რომ „აშშ-ი აპირებს კვლავაც შეასრულოს მესაჭის როლი, რომელსაც ვაშინგტონი 50 წლის განმავლობაში ასრულებს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში.“ ჰავაი ობამას პირველი გაჩერებაა წყნარი ოკეანის 9 დღიან მოგზაურობაში, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრება ასევე აღმოსავლეთ აზიის სამიტს, ესტუმრება ბალისა და ინდონეზიას.
XS
SM
MD
LG