Accessibility links

logo-print

ირანის სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


თეირანის დასავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაში დღეს აფეთქება მოხდა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება ქალაქ კარაჯის გარეუბანში მოხდა. ირანის პარლამენტის ვებსაიტზე მოყვანილია რეგიონის დეპუტატის, ჰუსეი გაროუსის ციტატა, რომლის თანახმად სამხედრო ნაწილში „დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აფეთქდა.“ აღნიშნული აღჭურვილობა ეკუთვნის ირანის ელიტურ რევოლუციურ გვარდიას, თუმცა ინცინდენტის დეტალები უცნობია. სააგენტო „ფრანს პრესის“ თანახმად, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მან დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში მდებარე მეზობელი სახლების მინები ჩაამტვრია.
XS
SM
MD
LG