Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილვიო ბერლუსკონიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა


იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ ხელი მოაწერა პრემერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებას გადადგომის შესახებ, პრეზდიენტის სასახლეში მასთან შეხვედრის შემდეგ - ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბერლუსკონიმ - რომელმაც 8 ნოემბერს გამართულ მნიშვნელოვან კენჭისყრაზე უმრავლესობის მოპოვება ვერ შესძლო - გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც პარლამენტმა დაამტკიცა ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოთხოვნილი ეკონომიკური ზომების პაკეტი. ამ ზომებმა ბაზრებს ნდობა უნდა აღუდგინოს იტალიის საჯარო ფინანსების მიმართ. სავარაუდოდ, ახალი ადმინისტრაციის ფორმირება ყოფილ ევროკომისარს, მარიო მონტის დაევალება. ახალ მთავრობას მოუწევს გაუმკლავდეს ფინანსურ კრიზისს - რომლის გამოც იტალიისთვის სესხზე დაწესებული განაკვეთები უპრეცედენტოდ გაიზარდა.
XS
SM
MD
LG