Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის გეგმა წარმოადგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტზე წარმოადგინა რეგიონის თავისუფალი სავაჭრო ზონის გეგმა. მისი მიზანია მსოფლიოში სუსტი ეკონომიკური ზრდის დაძლევა. ობამამ,ამერიკის ჰავაის შტატში, ჰონოლულულში, სადაც შეხვედრა იმართება, იმედი გამოთქვა, რომ ზონის შექმნის გეგმას მომავალ წელს ყველა მონაწილე დაუჭერს მხარს. პროექტში მონაწილეობას იღებს ფორმუმის 21 სახელმწიფოდან ცხრა, რომელთა შორის არაა ჩინეთი. ობამამ ჩინეთის ხელისუფლები გააფრთხილა საპასუხო ზომების შესახებ, თუკი პეკინი სავალუტო და სავაჭრო პოლიტიკაში არ დაიცავს საერთო წესებს.
XS
SM
MD
LG