Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე ობამა და მედვედევი შეხვდნენ ერთმანეთს


აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე, რომელიც ამერიკის შტატ ჰავაიში, ჰონოლულუში იმართება, ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი. ობამამ განაცხადა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა განზრახვა, შეიმუშაონ საერთო პოზიცია ირანის თაობაზე და ყველაფერი გააკეთონ, რათა თეირანმა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა, გაგრძელდეს კონსულტაციები ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში. რუსეთის პრეზიდენტმა ამის თაობაზე თქვა, რომ რუსეთთის და აშშ-ის პოზიციები ჯერ შორსაა ერთმანეთისგან. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ობამამ განაცხადა, რომ ეს არა მარტო რუსეთს მოუტანს სარგებელს, არამედ აშშ-ს და სხვა ქვეყნებსაც. ობამა მოგვიანებით შეხვდა ჩინეთის ლიდერ,ს ჰუ ძინტაოს და განაცხადა, რომ მას და ჩინეთის ლიდერს სურთ, რომ ირანმა დაიცვას საერთაშორისო ნორმები და წესები. თუმცა, არც რუსეთის და არც ჩინეთის ლიდერებს, ობამასთან შეხვედრის შემდეგ ირანის თაობაზე საჯაროდ არაფერი უთქვამთ. ადრე რუსეთი და ჩინეთი მიემხრნენ ირანის მიმართ სანქციებს, ახლა, ჩანს, ორივე თავს იკავებს თეირანისთვის სანქციების დაწესების საკითხში.
XS
SM
MD
LG