Accessibility links

logo-print

სირიელები უკმაყოფილო არიან არაბულ ლიგაში მათი ქვეყნის წევრობის შეჩერებით


საუდის არაბეთმა დაგმო დამასკოში, სირიის დედაქალაქში თავის საელჩოზე თავდასხმა, რომელიც მოაწყვეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებმა. თურქეთმა განაცხადა, რომ გაიყვანა თავისი დიპლომატების ოჯახები დამასკოდან, სადაც მიი საელჩოზე იერიში მიიტანეს ალ-ასადის მომხრეებმა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა დამასკოს ცენტში დღეს, რათა პროტესტი გამოეხატათ არაბული ლიგის გადაწყვეტილების მიმართ, შეუჩერდეს სირიას რეგიონულ ორგანიზაციაში წევრობა. მთავრობის მომხრეთა პროტესტს წინ უძღოდა არაბული ქვეყნების საელჩოების დარბევა და არეულობა. დაზარალდნენ კატარის და თურქეთის საელჩოებიც. არაბული ქვეყნების ლიგა მოუწოდებს სირიას, შეწყდეს ძალადობა. გაეროს თანახმად, მარტის მერე, ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან, სირიაში სამი ათას ხუთასამდე ადამიანი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG