Accessibility links

logo-print

არჩევნები დასრულდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


ანატოლი ბიბილოვის მომხრეების აქცია ცხინვალში, 7 ნოემბერი

ანატოლი ბიბილოვის მომხრეების აქცია ცხინვალში, 7 ნოემბერი

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსის შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა ამომრჩეველთა 66%-მა.

არჩევნებში ჩართული იყო 11 კანდიდატი. ფავორიტებად მიიჩნევდნენ საგანგებო ვითარებათა უწყების ხელმძღვანელ ანატოლი ბიბილოვს, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, კავშირებისა და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელს გიორგი კაბისოვს და განათლების ყოფილ მინისტრს ალა ჯიოევას.

დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებს მეთვალყურეობას უწევდა 73 უცხოელი ექსპერტი. საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული იყო ხმის უფლების მქონე 52 000 ადამიანი. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 20:00 საათზე დაიხურა.
XS
SM
MD
LG