Accessibility links

logo-print

ერაყის არმიის მეთაური ირანს სტუმრობს


ერაყის მაღალი რანგის გენერალი ირანში ჩავიდა ოფიციალურ ვიზიტად და თეირანსა და ბაღდადს შორის ურთიერთობის გაფართოებისკენ მოწოდება გამოხატა. ერაყის შეარაღებული ძალების შტაბების მეთაურმა, გენერალმა, ბაბაკ ზებარიმ ეს განაცხადა, შეხვედრაზე მასპინძელ, გენერალ, მოჰამად ფაქფურთან, რომელიც ელიტური, რევოლუციური გვარდიის ქვეითთა ჯარებს მეთაურობს. ზებარიმ თქვა, რომ ირანი და ერაყი მეგობარი ქვეყნები და მეზობლები არიან, რომლებსაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს წინასწარგამოუცხადებელი შეხვედრა შედგა მაშინ, როცა აშშ-ის ჯარი აპირებს ერაყის დატოვებას 2011 წლის ბოლოსთვის. აშშ-თან ერაყის მოლაპარაკება 2011 წლის შემდგომი პერიოდის საწვრთნელი მისიის თაობაზე, ჩაიშალა. ვაშინგტონი რევოლუციურ გვარდიას ბრალად სდებს, რომ მხარს უჭერს ერაყის შეიარაღებული მეამბოხეებს, რომლებიც ერაყში აშშ-ის ყოფნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი.
XS
SM
MD
LG