Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსის შესახებ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა ხმის უფლების მქონეთა 50 პროცენტზე მეტმა მიიღო. არჩევნებში ჩართული იყო 11 კანდიდატი. „ეგზიტ-პოლის“ თანახმად, ამ დროისთვის, საგანგებო ვითარებათა უწყების ხელმძღვანელ ანატოლი ბიბილოვს 48 პროცენტი მიემხრო. მას მოჰყვება ოპოზიციონერი, განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა, თითქმის 31 პროცენტით. დე ფაქტორ რესპუბლიკის ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებს მეთვალყურეობას უწევდა 73 უცხოელი ექსპერტი. საარჩევნო კომისიის მიერ ხმის უფლების მქონე 52 ათასია ადამიანია რეგისტირირებული.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, დაინიშნება მეორე ტური, რომელში გასვლის უფლება სამ კანდიდატს ექნება.
XS
SM
MD
LG