Accessibility links

იტალიის პრეზიდენტმა მარიო მონტის დაავალა ახალი კაბინეტის შექმნა


ევროპის კავშირის ყოფილი კომისარი, მარიო მონტი ჩაუდგება სათავეში იტალიის ახალ მთავრობას. ის პრეზიდენტმა, ჯიორჯიო ნაპოლიტანომ დღეს საღამოს დაასახელა. მთავრობის შემადგენლობა მომავალ დღეებში დადგინდება. გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ და იმედი გამოთქვეს, რომ იტალიის ხელისუფლება შეძლებს გაუმკლავდეს ეკონომიკურ კრიზისს. იტალიის გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ ტექნოკრატიულ კაბინეტს. თუმცა, პარტიის მდივანმა, ენჯელინო ალფანომ პრეზიდენტ ნაპოლიტანოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტიის თანხმობა იყო პირობითი და დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ახალი მთავრობის პოლიტიკური პროგრამა და მისი ხასიათი. ალფანოს თქმით, მონტის მანდატი უნდა ეფუძნებოდეს ბერლუსკონის მიერ თავისი ევროპელი პარტნიორებისთვის მიცემულ დაპირებას რეფორმების თაობაზე და უნდა გამორიცხავდეს პირებს, რომლებიც ცენტრისტულ-მესმარჯვენე მთავრობას ებრძოდნენ. ბერლუსკონი გადადგა შაბათს.
XS
SM
MD
LG