Accessibility links

ასადმა რუსეთი შეაქო მხარდაჭერისთვის


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა დღეს შეაქო რუსეთი მხარდაჭერის გამო. ეს მან რუსეთის პატრიარქის, კირილის სირიაში სტუმრობისას განაცხადა. ოფიციალური „სანას“ სააგენტო იუწყება, რომ კირილთან შეხვედრისას, ასადმა გამოხატა პატივისცემა და თქვა, რომ „რუსმა ხალხმა და ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სირიის ხალხს“. ასადმა ასევე ილაპარაკა ორ მეგობარ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. კირილი სირიაში და ლიბანში მოგზაურობს.
XS
SM
MD
LG